GE

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები და აპელაცია – 2019 წელი

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია. აღნიშნულ კონკურსში მონაწილე სტუდენტებისთვის ასევე გამოქვეყნდა სააპელაციო პროცედურები და ვადები.

შ ე დ ე გ ე ბ ი

სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური – 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“ და დაიწყოთ განაცხადის შევსება, რომელსაც სისტემა შეინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. დება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდის მიზნით მიჰყევით ბმულს.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან (იხ. ბმული_ – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრებში – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც გამოცდის მონაწილეს, ისევე იმ პირსაც, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური