სწავლა უნგრეთსა და ჩინეთში – განათლების საერთაშორისო ცენტრის პირველი შეთავაზებები ახალგაზრდებს განათლების სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ, პირველი სასტიპენდიო პროგრამები, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის სახელით გამოცხადდა, სტუდენტებს ჩინეთსა და უნგრეთში სწავლას სთავაზობს.
დაიწყებულია განაცხადების მიღება პროგრამაზე „სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2026-2027“.
პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, მეცნიერ-მკვლევართა პროგრამებსა და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სწავლის ხელშეწყობასა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსებას.
პროგრამის ადმინისტრირებას, კონკურსანტთა ნომინირების მიზნით, აწარმოებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო ნომინირებული კონკურსანტებისთვის სტიპენდიის მინიჭების შესახებ საბოლოო შერჩევას ახორციელებს და გადაწყვეტილებას იღებს ჩინეთის მხარე.
წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი.
რაც შეეხება რეგისტრაციას სასტიპენდიო პროგრამებზე უნგრეთში “Stipendium Hungaricum 2026-2027”.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მხრიდან ფინანსდება საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამები, სემესტრული გაცვლითი პროგრამები და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები.
წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია
იხილეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო და სემესტრული გაცვლითი პროგრამები, სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები: დეტალები
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სისტემაში
2025 წლის 14 ნოემბრიდან – 2026 წლის 15 იანვრის 17:00 საათამდე (ადგილობრივი/თბილისის დროით).
უნგრეთის Dream Apply -ის სისტემაში
2025 წლის 14 ნოემბრიდან – 2026 წლის 15 იანვრის 14:00 საათამდე (ცენტრალური ევროპული დროით).
სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის კონსულტაციების განრიგი.
შეგახსენებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მთავრობამ ოქტომბერში გამოაცხადა, მისი ფუნქციების შესრულება კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა.
ცენტრის საქმიანობის განახლების შესახებ განმარტება განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა: “სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“, რომელიც საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წელს გაგრძელდება.
მიმდინარე წელს, პროგრამის მეორე გამოცხადების შედეგად და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო გრანტი საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა 18-მა პირმა მოიპოვა. გამარჯვებული კონკურსანტები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად გაემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრსა და უნივერსიტეტში.
პროგრამა 2014 წლიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ხორციელდება, 2026 წლიდან კი პროგრამის განხორციელებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტი გააგრძელებს.
კონკურსი ყოველწლიურად გამოცხადდება და საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვარგარეთ აიმაღლონ პროფესიული უნარები და მიღებული ცოდნის რეალიზება საქართველოში, შესაბამის დამსაქმებელ უწყებაში მოახდინონ”.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება