GE

თაგვების გამო ზუგდიდში საგამოცდო პროცესი შეფერხდა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა.

“სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა”, – განაცხადა აბიტურიენტმა.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო პროცესი არ შეფერხებულა.

რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღეს ინტენსიურად გაგრძელდება.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.

“სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება”, – აღნიშნა ქირიამ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღეს აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა

ქართულის გამოცდის მესამე დღეს ზოგიერთი საკითხი განმეორდა – რა დავალებები შეასრულეს აბიტურიენტებმა

წყარო: რადიო “ათინათი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური