GE

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 20 დეკემბერს, უნივერსიტეტრიდან აცნობეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, აკადემიური საბჭოს სრულმა შემადგენლობამ ექვსი ხმით, არცერთის წინააღმდეგ, რექტორის თანამდებობაზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, შალვა ჭკადუას დაუჭირა მხარი.

რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ავთანდილ ღელაღუტაშვილმა, საკუთარი კანდიდატურა, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხსნა.

არჩევნები დღეს გაიმართა. შალვა ჭკადუამ, რექტორის თანამდებობაზე, პროფესორი ირმა შიოშვილი შეცვალა, რომელსაც პოსტი 2014 წლიდან ეკავა.

რაც შეეხება უნივერსიტეტის ახალი რექტორის ბიოგრაფიას, საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, შალვა ჭკადუა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 2010 წელს მან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 2006 – 2011 წლებში მუშაობდა საბერძნეთის საელჩოს სამხედრო ატაშატში. 2013 წლიდან, შალვა ჭკადუა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია.

შალვა ჭკადუა, ამჟამად, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური