GE

თელავში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა. კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორკვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს. ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ რეჟიმში გაივლიან.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ მაია ჯღუთაშვილის განმრატებით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, თელავში სკოლების დროებით დაკეტვის აუცილებლობა არ დგას.

„თელავში, ორ სკოლაში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კლასები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. სკოლების დაკეტვა არ არის აუცილებელი და არც პედაგოგების იზოლაცია, რადგან მასწავლებელი წესებს იცავს, ატარებს პირბადეს და დისტანციაც დაცულია“, – განაცხადა ჯღუთაშვილმა.

კორონავირუსის გამო სწავლა საკლასო ოთახებში შეწყდა ბაკურციხის საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონავირუსი სკოლის ადმინისტრაციის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა.

წყარო: imedinews

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური