GE

Times Higher Education–მა ევროპის 10 ყველაზე ლამაზი უნივერსიტეტი გამოავლინა

გამოცემა Times Higher Education-მა ევროპის 10 ყველაზე ლამაზი უნივერსიტეტის რეიტინგი შეადგინა. მათი შთამბეჭდავი არქიტექტურა და გამწვანებული ზონები სტუდენტებსა და სასწავლო დაწესებულების სტუმრებს გულგრილს არ ტოვებს. ექსპერტებმა და არქიტექტორებმა იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალი შემოგვთავაზეს, რომლებმაც ამ მახასიათებლებით მოწინავე ადგილები დაიკავეს.

ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია

ჟურნალის ვერსიით რეიტინგის პირველი ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტმა დაიკავა. ის 1088 წელს დაარსდა და მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად ითვლება. საუნივერსიტეტო ნაგებობების სიაში პალაცო პოჯი – ბოლონიის ერთ-ერთი მთავარი სასახლე შედის. დღეს მასში უნივერსიტეტის 3 მუზეუმი და რამდენიმე ექსპოზიციაა განლაგებული. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე 2 ჰექტარი ფართობის ბოტანიკური ბაღია განთავსებული.

სალამანკის უნივერსიტეტი, ესპანეთი

რეიტინგის მეორე ადგილი Times Higher Education-ის წარმომადგენლებმა სალამანკის უნივერსიტეტს გადასცეს. 1134 წელს დაარსებულის სასწავლო დაწესებულება ესპანეთის უძველეს და მსოფლიოს მესამე უძველეს უნივერსიტეტად ითვლება. გარდა ამისა, ეს არის პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც თავისი კარი უცხოელი სტუდენტებისთვის გააღო. სალამანკის უნივერსიტეტის შენობა ბაროკოს სტილის არქიტექტურით არის ცნობილი. სასწავლო დაწესებულების განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას მისი ბიბლიოთეკა წარმოადგენს, სადაც 160 000-ზე მეტი წიგნი ინახება. მდიდრულად მორთული ფასადი სტუდენტებისა და უნივერსიტეტის სტუმრების ყურადრებას იპყრობს და ხიბლავს.

კოიმბრის უნივერსიტეტი, პორტუგალია

ევროპის ულამაზესი უნივერსიტეტების რეიტინგის მესამე ადგილი ექსპერტებმა კოიმბრის უნივერსიტეტს მიანიჭეს. ის 1290 წელს დაარსდა. საუნივერსიტეტო ქალაქის ცენტრად Royal Palace of Alcáçova ითვლება. ის სასწავლო დაწესებულების ყველაზე ცნობილ სიმბოლოს წარმოადგენს. მის ტერიტორიაზე ასევე სანტა-კრუის ტაძარი, ბიბლიოთეკა Joanine და სან-მიგელის სამრეკლოა განთავსებული.

როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია

როსტოკის უნივერსიტეტი გერმანიის ერთ-ერთ უძველეს სასწავლო დაწესებულებად ითვლება. მისი შენობების უმრავლესობა გოთურ სტილისშია შესრულებული. სასწავლებლის ტერიტორიაზე ჩრდილიანი ხეივნები და პარკებია გაშენებული. საუნივერსიტეტო ქალაქის ცენტრში, პარკებისა და შადრევნის მოპირდაპირედ, მისი მთავრი შენობაა განთავსებული.

ორხუსკის უნივერსიტეტი, დანია

ეს სასწავლო დაწესებულება დანიის სიდიდით მეორე ქალაქში – ორხუსკში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე ანთროპოგენული და ბუნებრივი ლანდშაფტების ჰარმონიული კომბინაციის მაგალითია წარმოდგენილი. სასწავლო დაწესებულების შენობების უმრავლესობა დანიელი არქიტექტორის, ქრისტიან ფრედერიკ მიოლერის მიერ მოდერნისტულ სტილშია შესრულებული. THE-ექსპერტების აზრით, მის სავიზიტო ბარათს მიოლერისა და მისი პარტნიორების მიერ დაპროექტებული ყვითელი აგურის შენობები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ორხუსკის უნივერსიტეტის მთავარი შენობა დანიის 12 უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნამუშევრის სიაში შედის.

გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი

გდანსკის პოლიტექნიკური საუნივერსიტეტო კამპუსის შენობა საკუთარ თავში რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს. მისი მთავარი შენობა გერმანული ნეორენესანსის სტილშია შესრულებული. უნივერსიტეტის ფასადზე, მის საძირკველთან, მასიური ქვის წყობას ვხდებით. გამოცემის წარმომადგენლების აღნიშნავენ, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ შენობა „განათლების ცენტრს“ წარმოადგენს. ისინი ასევე ხაზს იმას უსვამენ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქში უამრავი სიმბოლური ქანდაკებაა, კერძოდ ბუების (სიბრძნისა და ცოდნის სიმბოლო) და ლომის, რომელსაც ქალაქ გდანსკის გერბი უჭირავს.

უფსალის უნივერსიტეტი, შვედეთი

სასწავლო დაწესებულების მთავარი შენობა არქიტერტორმა ჰერმან თეოდორ ხოლმგრენმა რომანულ სტილში დააპროექტა. ის 1880-იან წლებში აშენდა და ჩვენ დრომდე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე შენარჩუნდა. მისი ინტერიერი მარმარილოს ქანდაკებებით, მდიდრულად მოხატული გუმბათებითა და დახვეწილი ჭაღებით გამოირჩევა. სასწავლო დაწესებულების მთავარ შენობაში პრესტიჟული აკადემიური ღონისძიებები იმართება. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ბოტანიკური ბაღია განლაგებული. კამპუსის ერთ-ერთ სათბურში კი შვედეთში ერთადერთი ტროპიკული ტყე ხარობს.

გრენობლ ალპას უნივერსიტეტი, საფრანგეთი

ამ სასწავლო დაწესებულებას იმით შეუძლია დაიკვეხნოს, რომ მის ტერიტორიაზე სამი ქედია განლაგებული. ის ქ. გრენობილში, ფრანგულ ალპებთან ახლოს მდებარეობს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიესალმება იმას, რომ სტუდენტები მთის სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება ხშირად გავიდნენ. გამოცემა Times Higher Education – ის წარმომადგენლების თქმით, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 175 ჰექტარს შეადგენს, ეს სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ტრინიტი კოლეჯი, ირლანდია

ოქსფორდისა და კემბრიჯის ანალოგით დაგეგმარებული ტრინიტი კოლეჯი დუბლინში 1592 წელს დაარსდა. ქვის ხეივნები, ზურმუხტისფერი გაზონები და მეთვრამეტე საუკუნის  არქიტექტურა ტრინიტის სტუდ-ქალაქს იდეალურ ადგილად აქცევს. კოლეჯის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი ბიბლიოთეკა წარმოადგენს, რომლის ,,გრძელი ოთახი“ შენობის ,,ცენტრალურ ხეივნად“ ითვლება. აქ მწერლებისა და ფილოსოფოსების მარმარილოს ბიუსტებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ირლანდიური კოლეჯი არა ერთი ფილმის გადასაღებ მოადნად იქცა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთი

ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა საუნივერსიტეტო ქალაქის დანარჩენ ნაგებობეს 240 მეტრით აღემატება. ის 12 ტონიანი ხუთწვერა ვარსკვლავით სრულდება. სასწავლო დაწესებულებაში 33 კილომეტრი დერეფნები და 5 000 ოთახია. უზარმაზარი ვარდისფერ-თეთრი ნაგებობა უნივერსიტეტის სიმბოლო გახდა და ვინაიდან მასში მოხვედრა მხოლოდ სტუდენტებს ან პედაგოგებს შეუძლიათ, ის, როგორც გამოცემა აღნიშნავს, „საკუთარ თავში განსაკუთრებულ საიდუმლოს ინახავს“. კამპუსი პარკებითა და გამწვანებული ზონებით არის გარშემორტყმული.

15 ყველაზე შთამბეჭდავი უნივერისტეტი მსოფლიოში (+ფოტოები)

მსოფლიოს 7 ყველაზე ძვირადღირებული და საოცნებო უნივერსიტეტი

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: rbk.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური