GE

ტრენერებმა პროექტი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ შეაჯამეს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტში „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ ჩართულ ტრენერებს უმასპინძლა.

ტრენერებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სამომავლო საქმიანობის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გააანალიზეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს სამომავლო ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე, თუ რა სჭირდება სკოლას და მასწავლებელს ევროკავშირის შესახებ უკეთ სწავლებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავდა სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების გაძლიერებას. ამ მიმართულებით, მომზადდა სახელმძღვანელო და შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომელიც გულისხმობს მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სწავლებას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც ისწავლონ.

პროექტში ჩართული იყო 100-მდე ტრენერი. პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა სკოლის, საგნისა და საფეხურის 3000-მდე პედაგოგი დატრენინგდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური