GE

თსუ-ის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის შექმნილი კომისია განცხადებას ავრცელებს

ფოტო –
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - თსუ , არის ჯი (c)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯაბა სამუშიას ბრძანებით, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ განცხადება გაავრცელა.

როგორც დღეს, 2 დეკემბერს, თსუ-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიამ დაათვალიერა ორი ობიექტი, რომელთაგან ერთ-ერთს მიანიჭა უპირატესობა.

შერჩეული ობიექტის უპირატესობა რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრა. კერძოდ, სასწავლო კორპუსებთან სიახლოვე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ შერჩეულ ობიექტზე გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები.

კომისიის წევრთა განცხადებით, ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი არ იქნება კომერციული.

“ამ საერთო საცხოვრებლის აშენების შემდეგ, საჭიროებისა და შესაძლებლობის მიხედვით, განხორციელდება შემდგომი ეტაპები. თსუ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ადგილმდებარეობის შემრჩევი და საცხოვრებლის მშენებლობის, ექსპლუატაციის და ფუნქციონირებისათვის ფინანსური რესურსების ოდენობის დამდგენი ჯგუფები (კომისიები) რექტორის მ.შ-ს ჯაბა სამუშიას ინიციატივით შეიქმნა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს და მის შემადგენლობაში სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან”, – განმარტავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თსუ-ის სტუდენტმა, რომელსაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრება სურს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური