GE

თსუ-ის სტუდენტები კეთილი ენის ელჩები გახდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თი-ბი-სი ბანკთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო  პროექტის ფარგლებში კეთილი ენის ელჩები გახდნენ.

პროექტით „ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად” უნივერსიტეტის სტუდენტები  თვენახევრის განმავლობაში 1500 სკოლაში თითო სახალისო გაკვეთილს ჩაატარებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების 53 მოხალისე სტუდენტი კონკურსის გზით გამოვლინდნენ.

პროექტის მიზანია, ახალ თაობას მიეცეს ბიძგი: იფიქროს, იაზროვნოს, წეროს და იკითხოს ქართულად.

გაკვეთილი ინტერაქტიულ თამაშს მოიცავს, რომლის საშუალებით მოზარდები დაინახავენ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება სალაპარაკო ენაში ქართული ენის დამახინჯებული ფორმები, ბარბარიზმები, კალკები და რამდენად აბინძურებენ ისინი ენას.

„ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ ქართულად“ ქართული ენის ფესტივალის პირველი ეტაპია, რომელიც თი-ბი-სი ბანკთან პროექტის #წერექართულად მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.

კეთილი ენის ელჩები გახდნენ ელზა ასანიძე, ნანა ტოხვაძე, მარიამ მოციქულაშვილი, მარიამ გობიანიძე, მარიამ ტატუაშვილი, სალომე ჩინჩალაძე, ანი ნოზაძე, ანა ბადალაშვილი, ანა ჯანანაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური