GE

თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს – ერთადერთი კანდიდატი ჯაბა სამუშიაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად დღეს, 27 დეკემბერს, არჩევნები მიმდინარეობს.

როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, ვინაიდან დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი – ჯაბა სამუშია, 11:00 საათამდე აკადემიური საბჭო კანდიდატის ხედვას მოისმენს, ხოლო ხმის მიცემის პროცესი 12:00 საათზე დასრულდება.

უნივერსიტეტის განმარტებითვე, იმისთვის, რომ კანდიდატი არჩეულ იქნას, მას აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა უნდა მისცეს ხმა, ამისთვის კი საჭიროა კვორუმის არსებობა. ჯამში, თსუ-ის აკადემიური საბჭო 38 წევრისგან შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ოქტომბერში აირჩიეს, ის მაშინაც ერთადერთი კანდიდატურა იყო ამ თანამდებობაზე.

თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

გუშინ გვიან ღამით, მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, საარჩევნო ოთახის გადაკეტვა სცადეს და იყო დაპირისპირება დაცვასთან. მოგვიანებით კი, მათ რექტორობის კანდიდატი და მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა სამუშაია ესაუბრა და დაპირებები გასცა, რომ სტუდენტების მოთხოვნების შესრულებაზე მუშაობას დაიწყებს.

ასევე იხილეთ:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტით მიღწეული შედეგი და სამომავლო მიზნები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური