GE

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შემდგარად გამოცხადდა – სტუდენტები პროტესტს განაგრძობენ

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შედგა. თსუ-ის საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად ცნო, თუმცა ,,აუდიტორია 115″-ის წევრები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც 100-ობით სტუდენტს არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, არ შეიძლება ლეგიტიმური იყოს.

სტუდენტებმა 140 დელეგატი უკვე აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში სტუდენტთა აქტიურობის დაბალი მაჩვენებლისა, მინიმალური ზღვარი – 10% გადალახულია. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა  22 436 ადამიანმა მიიღო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ და მე-6 კორპუსის პიკეტირებას აგრძლებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს ნათია ქარჩილაძემ განუცხადა, ისინი მე-6 კორპუსის პიკეტირებას მანამდე გააგრძელებენ სანამ მთავრობის მხრიდან მზაობა არ იქნება კანონში შესატანი ცვლილებისა და გაასტარებელი რეფორმების შესახებ.

,,დღის პირევლი საათის შემდეგ უნივერსიტეტში 8 საარჩევნო უბანი, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო და არჩევნები სხვადასხვა დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ იქნება ლეგიტიმური. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გავაგრძელებთ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმასა და მე-6 კორპუსის პიკეტირებას”,- აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მთელი დღე ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. ,,აუდიტორია 115″-ის წევრებმა საარჩევნო პროცესი რამდენიმე უბანზე შეაფერხეს. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი კი ამ დრომდე პიკეტირებულია.

აქციის მონაწილეები მოთხოვენ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში” 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
  • კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
  • გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
  • მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
  • უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები „აუდიტორია 115“-ის პროტესტის ფონზე ჩატარდება

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია

,,აუდიტორია 115”-ის წევრები მე-6 კორპუსის დატოვებას არ აპირებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური