GE

უცხო ენების გამოცდის მეორე დღის I სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა

უკვე მეორე დღეა, რაც აბიტურიენტები 2018 წლის მისაღებ გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. ამ წუთებში გამოცდის პირველი სესია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან უცხო ენების გამოცდის მეორე დღის I სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა.

უცხო ენების გამოცდები დღეს მეორე სესიით დასრულდება, 13 ივლისიდან კი აბიტურიენტები გამოცდებს არჩევით საგნებში ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური