GE

უცხო ენების გამოცდის მეორე დღის II სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა

უკვე მეორე დღეა, რაც აბიტურიენტები 2018 წლის მისაღებ გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში უცხოური ენების გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს და 17:40 საათზე დასრულდება. ამით აბიტურიენტები სავალდე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან უცხო ენების გამოცდის მეორე დღის II სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, დღეს დილით, უცხო ენების გამოცდის პირველ სესიაზე, არც ერთ აპლიკანტს არ დაუგვიანია, ხოლო უცხო ენების გამოცდის მეორე სესიიდან დაგვიანების გამო 3 აპლიკანტი მოიხსნა.

უცხო ენების გამოცდები დღეს მეორე სესიით დასრულდება, 13 ივლისიდან კი აბიტურიენტები გამოცდებს არჩევით საგნებში ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური