უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ნოემბერში მოუსმენენ – შალვა პაპუაშვილის განცხადება
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინტერპელაციის კითხვები უკვე მზადაა და ის უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება.
„შემოვიდა, ასევე, შემდეგი ინტერპელაციის კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნებისგან“ პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციისა და საჭირო არის ამისთვის, რომ პლენარული სხდომის კვირაზე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან მიმდინარე კვირისთვის ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში, 26-27 ნოემბერი უწევს ოთხშაბათი-ხუთშაბათი. 25 ნოემბრის კვირაში იქნება პრემიერ-მინისტრის მოსმენა ინტერპელაციის პროცედურით და ინტერპელაციის კითხვები ეხება განათლების რეფორმის საკითხებს, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დაანონსებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე:
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე