GE

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს:

“2019 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მოთხოვნების განხილვის თაობაზე.

საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემუშავებას საფუძვლად დაედო ევროპის დონეზე არსებული ორი ჩარჩო: ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის (2008/2017) და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩო (2005), ხოლო სწავლის სფეროების კლასიფიკატორს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორი (ISCED).

კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებისთვის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პირობაა კვალიფიკაციების ხარისხის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, 2020 წლის 30 სექტემბრამდე, უნდა წარმოადგინონ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან შესაბამისი, მოდიფიცირებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია სპეციალური თვითშეფასებით.

განხილვისა და მოსაზრებების შეჯერების მიზნით გთხოვთ გაეცნოთ თვითშეფასების პროექტს (იხილეთ თვითშეფასების ფორმა ) და მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები მიმდინარე წლის 18 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე – info@eqe.ge. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე – 200 220 (შიდა 35 99)”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური