უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე მიღების ვადები განისაზღვრა – ბრძანება
„პირის მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებში ცვლილებები შევიდა.
სხვა ვალდებულებებთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ის ვადები განესაზღვრათ, როდესაც მიღება უნდა გამოაცხადონ:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სპეციალური პროგრამის გამოყენებით, აპლიკანტთა მიღება გამოაცხადოს 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.
სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სპეციალური პროგრამის გამოყენებით აპლიკანტთა მიღება გამოაცხადოს, ასევე, 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.
ასევე იხილეთ:
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება