GE

„ვერ ვგებულობ რატომ ირთულებენ მასწავლებლები საქმეს“ – მიმართვა სქემაში ჩართულ პედაგოგებს კოლეგისგან

ჯვარის მესამე სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი, ფატიმა ციმინტია, EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერის, კახა ჟღენტის, ინტერივუს ეხმიანება, რომელიც მასწავლებელთა სქემის ბიუროკრატიულობას ეხება. როგორც პედაგოგი აღნიშნავს ის ეთანხმება კახა ჟღენტის მოსაზრებას და ფიქრობს რომ მასწავლებლებში ინსტრუქციის კითხვის კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს და აქტიურად გადავიდნენ ელექტრონულად მუშაობაზე, რაც, მისი აზრით, პედაგოგებს საქმეს უფრო გაუილოებს:

,,ვკითხულობ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერის კახა ჟღენტის წერილს და ასე მგონია მან ჩემი აზრები წაიკითხა…

ვეთანხმები, თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. მართლია, ეგრეთ წოდებული ,,სქემა“ თავიდანვე უნიკალური არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ თანდათანობით იხვეწება და უფრო და უფრო გვერგება მასწავლებლებს.

არ შემიძლია არ დავეთანხმო, ბატონ კახას, როცა ამბობს: ,,სამწუხაროდ ადამიანები არ იყურებიან დოკუმენტში, სადაც ჩაწერილია რა დოკუმენტაციის ატვირთვაა საჭირო, ვიღაცის ნათქვამის მიხედვით მოქმედებენ და რომ ზედმეტ რაღაცებს აკეთებენ.“

ჩვენ ნამდვილად უნდა ვისწავლოთ დოკუმენტაციის კითხვის კულტურა, რადგანაც ინსტრუქციების გაცნობა და იმის მიხედვით რაღაცის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც მიცნობს დამეთანხმება, რომ ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვამბობ –არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავეყრდნოთ ზეპირ ინსტრუქციებს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, ამის გამოცდილება ჩვენს სკოლას აქვს და მადლობა ღმერთს, ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ დასრულდა.

წერილში სწორად არის მითითებული, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დიდი რაოდენობის არ არის… ვეთანხმები, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია მისი ოპტიმალურად წარმოდგენა. მაგალითად, არ არის საჭირო ყველა აქატივობაზე ცალ-ცალკე ოქმები ვწეროთ და ვტვირთოთ, თავისუფლად შესაძლებელია ის ერთ ოქმშიც მოვაქციოთ. ძალიან, ძალიან მომწონს ელექტრონული პორტფოლიოც.

ელექტრონული სისტემა არის ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, მერწმუნეთ, სრული სიმართლეა ისიც, რომ დოკუმენტაციის შემცირების ერთადერთი გზა არის ელექტრონულ სისტემებზე გადასვლა. ზუსტად დღეს მქონდა ამაზე საუბარი სკოლაში, ვერ ვგებულობ რატომ ირთულებენ მასწავლებლები საქმეს, ჯერ ათას ფურცელს გადაწერენ და მერე უჯდებიან კომპიუტერს… ბეჭდავენ… ასკანირებენ… ამას არ ჯობია პირდაპირ ელექტრონულ სისტემაში ჩაწერონ მოთხოვნილი ინფორმაცია?! ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ…

მე ციდან ჩამოფერნილი არა ვარ და იქნებ სხვებზე უკეთესად ვიცი, რომ ნამდვილ, 21-ე საუკუნისთვის შესაფერის პირობებს კარგა გვარიანად ვართ მოკლებული, განსაკუთრებით რაიონის მასწავლებლები, მაგრამ რისი საშუალებაც გვაქვს იმას მაინც რატომ არ ვიყენებთ…

ვიცი აუცილებლად იტყვით, შესაბამისი ანაზღაურება არა გვაქვს… ელემენტარულ საარსებო პირობებზე გვაქვს საფიქრალიო… სხვა გზა არ არის, სკოლაში როცა შეხვალ და ბავშვების წინ დადგები –უმოქმედოდ გაჩერების უფლება არ გვაქვს…

P.S.ოღონ აქედანვე გთხოვთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, არ ,,ჩამქოლოთ“… მიყვარხართ ყველანი, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო. იმედია დაგეზარებათ და ამ წერილსაც არ წაიკითხავთ ბოლომდე…” – აღნიშნავს პედაგოგი.

ამავე თემაზე:

არის თუ არა მასწავლებლის სქემა ბიუროკრატიული? – მითები და რეალობა 

რატომ აღარ სურთ სქემაში ჩართულ მასწავლებლებს ფასილიტატორობა და როგორ აფასებენ მათ მუშაობას

„კანონი აღიარებს ადამიანს სპეციალურ მასწავლებლად, მაგრამ სისტემა არ ცნობს მას!“

რომელ პედაგოგს მოუწევს კომპეტენციის დადასტურების შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური