GE

„ვმუშაობთ სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის სქემაზე“, – ალექსანდრე ჯეჯელავა

„პირველი, რაზეც აქცენტს ვაკეთებთ, არის პედაგოგები; მთავარი, რაც სკოლაში ხდება, პროცესის თვალსაზრისით, პედაგოგს ეხება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„იზრდება პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. ვმუშაობთ სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის სქემაზე. სკოლებში მნიშვნელოვანია საათების გადანაწილების სისტემა და ვაპირებთ, ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებსაც მაღალი ქულები ექნებათ, ჩვენვე მივაკუთნვოთ საათები, დავუშვათ სოფლის სკოლებში, შესაბამისამისად, გამოცდილი და ახალბედა პედაგოგები გაკვეთილს ერთად ჩაატარებენ. საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები გაივლიან გადამზადებას, რაც აისახება მათ კვალიფიკაციაზე, სწავლების ხარისხზე და ა.შ. ამასთან, პედაგოგებთან დაკავშირებით გვაქვს პროფკავშირების დარგობრივი შეთანხმება. ჩვენ ვართ პირველი უწყება, რომელმაც დარგობრივი შეთანხმება გავაკეთეთ, რაც პედაგოგების მეტ დაცულობას ნიშნავს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი ამბობს, რომ წელს გამოცდებზე რეგიონის მასწავლებლების რეგისტრირების მაჩვენებელი გაზრდილია.

„ინფრასტრუქტურის სხვაობა სწავლის ხარისხზე არ აისახება. ჩვენი სკოლა 2020 გულისხმობს იმას, რომ 2020 წელს საერთაშორისო კვლევით დადასტურდეს საფუძვლიანი პროგრესი. გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. ყველა რაიონში, სადაც შეხვედრები მაქვს, მეუბნებიან, რომ თუ შარშან 2-3 მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, წელს 20 -30 არის რეგისტრირებული. კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში მონაწილეობა 30–ათასამდე პედაგოგმა უკვე მიიღო მონაწილეობა და ჯერ წლის ნახევარია“, – განაცხადა მინისტრმა.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური