„წინ მეტად საინტერესო ლექტორებთან შეხვედრა გელით“ – პროფესორი აბიტურიენტებს ესაუბრება და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს
„საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას არასდროს აკლდა მაღალი რანგის პროფესიონალები და დღესაც ბევრი სხვადასხვა დარგის კვალიფიციური სპეციალისტი კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE–თან პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ის ფსიქოლოგია-პედაგოგიკის ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, ნანა სირაძემ განაცხადა, რომელსაც უმაღლესში მისაღები გამოცდების დასრულების შემდეგ, მომავალი სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვის რჩევის მიცემა ვთხოვეთ.
“უნივერსიტეტები შესაძლებლობას უნდა აძლევდნენ სტუდენტებს, გაიცნონ დაუვიწყარი პიროვნებები და ჰქონდეთ მათთან ერთად მუშაობის გამოცდილება”, – სწავლის ხარისხთან ერთად, ამ მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრებისაკენ მოუწოდებს პროფესორი 2024 წლის აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს.
ქალატონმა ნანამ გამოცდის ჩაბარების დღე გაიხსენა, როდესაც ქართულის გამოცდის კომისიას ენათმეცნიერი მზექალა შანიძე ხელმძღვანელობდა:
“წინ თქვენც მეტად საინტერესო ლექტორებთან შეხვედრა და ნაყოფიერი წლები გელით. ახლაც გუშინდელივით მახსოვს ის დრო, როცა მე ვაბარებდი გამოცდებს. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი მზექალა შანიძე იყო. ახლაც ისევე მიფართხალებს გული, როცა გამახსენდება ის მომენტი, მასთან რომ მიმიყვანეს ფრიადის დასადასტურებლად. ის რამდენიმე წუთი, როცა ქალბატონი მზექალა კითხვებს მისვამდა, სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში და უძლიერეს შთაბეჭდილებად დამრჩა”.
პროფესორს მომავალი პირველკურსელებისთვის მნიშვნელოვანი რჩევა აქვს და მოუწოდებს, რომ დიდი ყურადღებით შეარჩიონ პროფესორ-მასწავლებლები, რადგან თვლის, რომ რამდენადაც კარგი და საინტერესო პიროვნებაა პედაგოგი თუ ლექტორი, იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა მისი საგანი.
“კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობაზე სულ ცამეტნი ვიყავით – 12 გოგონა და ერთადერთი ვაჟი. ჩვენ გვქონდა ბედნიერება, მოგვესმინა ისეთი ღვაწლმოსილი მეცნიერების ლექციები, როგორებიც იყვნენ: სიმონ ყაუხჩიშვილი, ივანე იმნაიშვილი, ქსენია სიხარულიძე, ირაკლი შენგელია, აკაკი ურუშაძე, ლეო მენაბდე, ანდრო ჭილაია, გრივერ ფარულავა, რეზო სირაძე, ალექსადრე ალექსიძე, კორნელი დანელია, თენგიზ ბუაჩიძე, მარი ფიჩხაძე, ლია კვირიკაშვილი, ნოდარ ლომოური, რისმაგ გორდეზიანი, ელგუჯა ხინთიბიძე, ია გაგუა, ლავანდა კანკავა, თინა გიორგობიანი. ასევე დაუვიწყარ მოგონებებად დამრჩა ზაფხულის პრაქტიკები მოსკოვსა და ლენინგრადში (მაშინ ასე ერქვა), სადაც ჩვენი ხელმძღვანელი ბატონი რეზო ურუშაძე იყო. უნივერსიტეტმა შემძინა უსაყვარლესი მეგობრები, რომელთა გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია”, – ასე იხსენებს სტუდენტობის წლებს პროფესორი ნანა სირაძე.
ჩვენი ღვაწლმოსილი რესპონდენტი გვიყვება, რომ წელს მხოლოდ პირველ კურსზე 47 სტუდენტი ჰყავდა, 15-მდე აბიტურიენტს კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდა.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება