World Economic Forum- მა და გრუნიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და საკმაოდ იშვიათად გლობალურადაც, World Economic Forum-მა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
თანამშრომლობა მოიცავს კვლევით, აკადემიურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რაც ქართული მხარისთვის სრულიად ახალი ტიპის შესაძლებლობებს გახსნის და ჩართავს მას მსოფლიო დონის პროექტებში.
მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ WEF-თან გააფორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჩაერთვება ისეთ მნიშვნელოვან კვლევით პროექტებში, როგორებიცაა: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, მომავლის სამსახური, გენდერული, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვლევები და მრავალი სხვა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, აგრეთვე, მიეცემა შესაძლებლობა, WEF-თან თანამშრომლობით, განახორციელოს საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში და ჩაერთოს WEF-ის ღონისძიებებში შვეიცარიასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
აღნიშნული თანამშრომლობა უპრეცედენტოა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და სრულიად ახალი მასშტაბის შესაძლებლობებს უხსნის მას ინტერნაციონალიზაციისა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერების კუთხით.
- გრუნის ასისტენტ-პროფესორის სამეცნიერო სტატია „Environment and Society“-ში by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ში ტეხას ა&მ უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის კვლევითი სემინარები დასრულდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- GRUNI-ს ჟურნალისტიკის პროგრამის პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში გაიმარჯვა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი