GE

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი საბავშვო ბაღი კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიკეტა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფექცია გეგმიური ტესტირების ფარგლებში ბორითის საბავშვო ბაღის ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა.დაწესებულება 12 დღით დაიხურა, ყველა თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში.

კიდევ ერთი დაწესებულების, კიცხის საბავშვო ბაღის ერთი თანამშრომელი საკუთარი ინიციატივით, სიმპტომების გამო გაიტესტა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამიტომ კიცხის საბავშვო ბაღიც დროებით დაიკეტა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 535 გამოჯანმრთელდა. აქტიური შემთხვევებიდან ერთი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.

წყარო: chemikharagauli.com

 

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური