„ხელფასები ძალიან სერიოზულად გაიზარდა – ერთი სკოლის ფარგლებში, მასწავლებლები 2 500-2 600 ლარსაც იღებენ“
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მასწავლებლის ხელფასების ზრდა მოხდა ძალიან სერიოზულად“, – ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა კითხვას, იგეგმება თუ არა მასწავლებლების ხელფასების ზრდა.
როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა 14 ნოემბერს, სატელევიზიო ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამის მიუხედავად, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
მისივე განმარტებით, ამ და სკოლებთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე საუბარი იქნება ზოგადი განათლების რეფორმის ხედვაში, რომლის პრეზენტაციასაც განათლების სამინისტრო უახლოეს პერიოდში გეგმავს.
თამარ მახარაშვილი არ დაეთანხმა კითხვის ავტორს, რომლის თქმითაც, პედაგოგები თავიანთი ხელფასების დეფიციტურობაზე წუხილს გამოხატავენ.
„სულ რამდენიმე დღეში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ზოგადი განათლების მიმართულებით ყველა კითხვას გასცემს დაწვრილებით პასუხს – ჩვენ გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით რეფორმის პრეზენტაცია. რაც შეეხება ხელფასებს, ვერ დაგეთანხმებით, ხელფასების ზრდა ჩვენ ორი წლის წინ მოვახდინეთ, ძალიან სერიოზულად. 1 600-1 700 ლარია მასწავლებლის საშუალო ხელფასი, ხოლო სრული დატვირთვის შემთხვევაში, მასწავლებლები 2 500-2 600 ლარსაც იღებენ ერთი სკოლის ფარგლებში. არის თუ არა ეს შესაბამისი და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელფასების ზრდის მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ ზოგადი განათლების რეფორმაში ნახავთ, რომ ხარისხის ზრდის მიმართულება არის პირველ რიგში გასათვალისწინებელი და მისახედი“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ასევე იხილეთ:
საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში
სკოლებში, შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაინერგოს
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება
-
ინგლისური ენის გამოცდაში ეს ფრაზული ზმნები და წინდებულები წლიდან წლამდე მეორდება – 5 წლის ტესტების ანალიზი და სია აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი ამინდი ელით ზაფხულის გამოცდების მონაწილეებს ივლისის თვეში – სინოპტიკოსების პროგნოზი
by ARIS.GE-განათლება