GE

ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურები – გამოცდები 2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს ინფორმაციას 2017 წელს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 აგვისტოდან 29 სექტემბრის ჩათვლით – ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე. რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომლებშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხილეთ განაცხადის ფორმა

იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალისა ან ვებგვერდის) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური