ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღე – რა დავალებები შეხვდათ I სესიის აბიტურიენტებს
დღეს 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდას აბიტურიენტები ისევ ორ სესიად წერენ. პირველი სესია უკვე დასრულდა და აბიტურიენტები ტოვებენ საგამოცდო ცენტრებს. ისინი EDU.ARIS.GE-სთან პირველ სესიაზე მოსულ საკითხებს იხსენებენ.
ზოგადი უნარების პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილს გაუადვილდა ტესტის დაწერა, ნაწილი კი ამბობს, რომ რთული იყო. ისინი, ვინც ადრე გამოდიოდა გამოცდიდან ამბობენ, რომ ვერბალური ნაწილი უფრო ადვილი იყო და კარგად დაწერეს, ვიდრე მათემატიკური. აბიტურიენტთა ნაწილმა კი, რომელიც საგამოცდო ცენტრიდან შედარებით გვიან გამოვიდა აღნიშნა, რომ მათემატიკური ნაწილი უფრო ადვილი იყო.
„ვერბალური ნაწილი ძალიან ადვილი იყო. ტექსტში ისეთი კითხვები მოვიდა ანალოგიებზე, თავად ტექსტში იყო პასუხები. ერთი ტექსტი დელფინებს ეხებოდა, მეორე ბიზნესზე იყო. ლოგიკა და წინადადებების შევსებაც გამიადვილდა. მათემატიკური ნაწილი ცოტა გამირთულდა და დიდხანს აღარ ვიმუშავე მაგაზე“, – აღნიშნა 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აპლიკანტმა.
ამავე ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი აპლიკანტი ამბობს, რომ მათემატკური ნაწილი უფრო რთული იყო ვიდრე ვერბალური: „ვერბალური უფრო ადვილი იყო, წინა წლებთან შედარებით არც უფრო ადვილი იყო და არც რთული. ტექსტი დელფინებზე იყო. ანალოგიების დაწერა გამიმარტივდა. მათემატიკა შედარებით გამირთულდა, ფორმულები იყო გამოსათვლელი და კიდევ დიაგრამებსა და ფართობებზე იყო ამოცანები.“
„ერთი ტექსტი იყო ბიზნესზე, თუ როგორ ატარებენ კვლევებს ბიზნესის შესახებ. მეცნიერთა რჩევები იყო მოცემული, როგორ უნდა წარიმართოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესი. ერთი ანალოგია დამამახსოვრდა ტექსტიდნ გამომდინარე – რიტორიკულ ხერხზე იყო ანალოგია, ამ ტექსტში უნდა მოგვეძებნა მისი პასუხი. მათემატიკურ ნაწილში ერთი ამოცანა იყო, რომელიც პითაგორას თეორემის მიხედვით უნდა ამოგეხსნა. ამოცანა იყო ასევ ფართობის გამოთვლაზე – კვადრატის ერთი გვერდის სიგრძე ვიცოდით და უნდა გამოგვეთვალა კვადრატის ფართობი“, – გვითხრა აბიტურიენტმა შოთა ნოზაძემ.
173-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ ერთ აბიტურიენტს ვერბალური ნაწილის დასაწერად დრო არ ეყო, თუმცა მისი თქმით, მათემატიკური ნაწილის ყველა საკითხი დაწერა: „ვერბალურზე დრო არ მეყო, მათემატიკა საერთოდ ყველა დავწერე“.
„ვერბალურ ნაწილში ერთი ტექსტი იყო დელფინებზე მეორე მკვლევარებზე, ბიზნესის მიმართულებით – როგორ ატარებენ კვლევებს მეცნიერები, რაღაცა ჩახლართული ტექსტი იყო. მათემატიკიდან თითქმის ყველაფერი მოვიდა – ტრიგონომეტრია, გეომეტრია, ფართობების გამოთვლაზე იყო ბევრი ამოცანა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
ზოგად უნარებს დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც აბარებენ, მათ ეროვნული გამოცდებიდან მხოლოდ ზოგადი უნარების ჩაბარება უწევთ მათივე ენაზე. აღნიშნული გამოცდის შედეგად ისინი ირიცხებიან მოსამზადებელ პროგრამაზე უნივერსიტეტებში და ერთი წლის შემდგე აგრძელებენ სწავლას სპეციალობაზე.
„ტესტი აზერბაიჯანულად ვწერე გასაგები იყო. ყელა კითხვას გავეცი პასუხი და მათემატიკა უფრო კარგად დავწერე“, – გვათხრა არაქრთულენოვანმა აპლიკანტმა.
„მე აზერბაიჯანულად ჩავაბარე, ადვილი იყო, კარგად გავიგე ყველაფერი. ორივე ნაწილი დავწერე. სხვა არაფერი მახსოვს, არც სექტორი მახსოვს, სად ვიყავი და სახლში როგორ წავიდე ისიც არ ვიცი“, – აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღის I სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა
ფრაზა გამოცდებიდან: „ამ ტუალეტში შესვლას პამპერსის ჩაცმა ჯობია“
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ
by ARIS.GE-განათლება
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს