GE

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათ ვირუსი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დაუდასტურდათ, თუმცა უსაფრთხოების გამო 2 კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე მაინც გადაიყვანეს.

„ინფიცირებული მოსწავლეები მე-12 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან და ამ კლასების მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ იზოლაციის პერიოდი 24-26 მარტს უმთავრდებათ“, – აღნიშნა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ.

მისივე ინფორმაციით, მასწავლებლებში და სკოლის სხვა თანამშრომლებში, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ ტესტი უტარდებათ, კორონავირუსის არ დაფიქსირებულა.

წყარო: radioatinati.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური