GE

27 ნოემბერს ილიაუნიში საჯარო ლექცია თემაზე “უსასრულო მოგონება თუ სასრული მეხსიერება?” გაიმართება

27 ნოემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “უსასრულო მოგონება თუ სასრული მეხსიერება?”. მომხსენებელი თავისი კვლევის მაგალითზე ისაუბრებს, თუ რამდენად აგენტზე დამოკიდებულია მეხსიერების ნარატივების კონსტრუირება.

ილიაუნის ცნობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორს, ნუცა ბათიაშვილს, დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში მიენიჭა ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი). მისი დისერტაციის თემა იყო: “We Were AlwaysUnited, Except When We Were Not: Bivocal Memory and Georgia’s Geopolitical Dilemma”. ნუცას კვლევა განიხილავს მეხსიერების დებატს, როგორც კულტურულად განპირობებულ პრაქტიკას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ერმა გადალახოს და გაარღვიოს არსებული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შეზღუდვები (limitations). მკვლევარი ცდილობს, ანახოს, როგორ წარმოისახავენ ადამიანები “წარსულს” როგორც რეალობის ალტერნატიულ ველს, რომლის შიგნითაც შეიძლება მოხერხდეს ერის, ეროვნულობის, პოლიტიკის და პოლიტიკურობის “გამოსწორება” და მოცემული სტრუქტურის რღვევა. ნუცას ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მიენიჭა სოციალურ მეცნიერებაში და მისი ინტერესი მეხსიერების კვლევაში ერთგვარად ასახავს ამ კვეთას კოგნიტურ მექანიზმებსა და კულტურულ პრაქტიკას შორის.

ამჟამად ნუცა ბათიაშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელი და ასწავლის რამდენიმე ინტერდისციპლინარულ და ანთროპოლოგიურ კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისდა დოქტორანტურის დონეზე.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური