GE

7 ოქტომბერს ილიაუნიში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა მოხსენებას წაიკითხავს

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: “მეორე ენის ათვისება და ორენოვნება”.

ილიაუნის ცნობით, პროფესორი დონა ფარინა მუშაობს ინგლისურის, როგორც მეორე ენის, სწავლების და ბილინგვური განათლების საკითხებზე. თავის მოხსენებაში ის შეეხება შემდეგ საკითხებს: როგორ ხდება ენის ათვისება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რა ხელისშემშლელი დახელისშემწყობი ასპექტები არსებობს მეორე ენის ათვისების პროცესში მეთოდური თვალსაზრისით და მოცემული საკითხები როგორ ისწავლება ონლაინკურსის ფორმატში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში.

მოხსენება წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური