GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

დღეს, ტექნოლოგიურ პარკში აგრობიზნესისა და მცირე ბიზნესის დარგების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ ,,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს’’, ,,ბიოორგანული ტექნოლოგიების კვლევით ცენტრის“, სსიპ ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა“ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის.

პროექტში ჩართულია სსიპ ,,სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ‘’გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“.

გაფორმებული მემორანდუმის მიზანია პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, აგრობიზნესისა და მცირე ბიზნესის დარგის განვითარების ხელშეწყობა, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება დარგში მოქმედი ბიზნესების, საუნივერსიტეტო კვლევების, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროების სასწავლო პროგრამების ერთმანეთთან დაკავშირებასთან.

ღონისძიებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორები თეა იმედაძე და შალვა მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური