GE

აწსუ-ში ამერიკელი პოეტის, ლუსი ტაპაჰონსოს პოეზიის საღამო გაიმართა

25 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვივნენ ამერიკელი პოეტი და პროფესორი ლუსი ტაპაჰონსო და მისი მეუღლე ამერიკელ ინდიელთა ხელოვნების ინსტიტუტის პრეზიდენტი ბობ მარტინი.

უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებისათვის ჩატარდა ლუსი ტაპაჰონსოს პოეზიის საღამო. აწსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლუკა დვალიშვილმა წაიკითხა ლუსი ტაპაჰონსოს ერთ-ერთი ლექსის ქართული თარგმანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური