GE

აწსუ-ში პროფესიული განათლების სტრატეგიის თემაზე სემინარი გაიმართა

პროფესიული განათლების სტრატეგია, პროფესიული სწავლების მისია, სასწავლო დაწესებულების პოზიცია პროფესიული განათლების სფეროში და ამ პოზიციის უზრუნველსაყოფად შეთანხმებული სტრატეგია – ეს არის თემები, რომლებზეც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგ – სემინარების ციკლი გაიმართა.

განიხილება პოლიტიკურ – ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებით ყალიბდება სასწავლო დაწესებულების პოზიცია განათლების სფეროში.

უნივერსიტეტი აქცენტს აკეთებს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი პროფესიონალი სპეციალისტების აღზრდასა და სამეცნიერო საქმიანობის წარმოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო არენაზე, პროფესიული განათლების ხარიხის უზრუნველყოფის მიზნით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური