GE

აწსუ-ში როსტომ ჩხეიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

2015 წლის 23 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში როსტომ ჩხეიძის მონოგრაფიის, აქვსენტი ცაგარელის ბიოგრაფიული ნატეხები – ,,და სიყვარულის ასე მოთმენა’’ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა გახსნა აწსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა შალვა კირთაძემ. სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ლუკა დვალიშვილი, ელგუჯა თავბერიძე, მაგისტრი დარინა ყურუა და პედაგოგი ლია კუხიანიძე.

პრეზენტაციამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

უნივერსიტეტის ცნობოთ, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ყოველწლიური პრემიის ,,წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილებების’’ რჩეულებს შორის, წლის საუკეთესო თეორიული წიგნის ნომინაციაში, სწორედ როსტომ ჩხეიძის მონოგრაფია ,,და სიყვარულის ასე მოთმენა’’ დაასახელა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური