GE

აწსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, აწსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისათვის კვლევის პროცესში სტუდენტთა ჩართულობა პრიორიტეტულია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2016 წლის 19 მაისს ჩატარებული კონფერენციით, რომლის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა ყარაგანდის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა (ყაზახეთი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ აწსუ-ის რექტორი პროფ. გიორგი ღავთაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. ი. ფხაკაძე, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დ. შელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უნარ – ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოც. პროფ. ლუიზა გაბუნია.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მუშაობა კლინიკური მედიცინის, თეორიული მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის სექციებში.

ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო შრომების დაჯილდოება გაიმართება 11 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამი უნივერსიტეტის (თსსუ, აწსუ, ბსუ) მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაზე.

აწსუ-ის ცნობით, უკანასკნელი აქტივობა გააღრმავებს ეროვნულ დონეზე რამდენიმე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური