GE

აწსუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. უნივერსიტეტის ცნობით, კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები. მოსწავლეთა მოხსენებები ენის სიწმინდის დაცვას ეხებოდა.

 

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა კონკურსი „ვინ უკეთ წერს“. სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკლავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა დაწერეს ესე თემაზე „გლობალიზაციის პროცესი და მცირერიცხოვან ერთა ენების მომავალი“. ჟიურიმ (პროფესორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ლუკა დვალიშვილი, ნესტან კუტივაძე, ნინო ფხაკაძე, ეკა დადიანი) გამოავლენა სამი გამარჯვებული, რომლებიც  საპატიო სიგელებითა და პრიზებით  რექტორის მოადგილემ პროფესორმა შალვა კირთაძემ, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა დააჯილდოვეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური