GE

ბსუ-ში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნა.

უნივერსიტეტის ინფმორმაციით, ფილიალის მიზანია ადგილობრივ მკითხველს სამეცნიერო საქმიანობის უკეთ წარმართვაში შეუწყოს ხელი და  მისცეს ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების სწრაფი საშუალება.

დაინტერესებულ პირებს მონაცემთა ბაზების მოძიებაში ბსუ-ს ბიბლიოთეკის  თანამშრომლები დაეხმარებიან, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ღონისძიებაზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნინო პავლიაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს  ვებგვერდი და მრავალფეროვანი სერვისების გამოყენების პირობები გააცნო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური