ჯეჯელავა სკოლის დამლაგებლებზე – „ხშირად ადამიანები არამაქსიმალურ თავდადებას არამაქსიმალური ანაზღაურებით ამართლებენ“

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას EDU.ARIS.GE-მ საჯარო სკოლის დამლაგებლების თხოვნით მათი ანაზღაურების შესახებ კითხვით მიმართა. სკოლის სისუფთავის გარანტებს მინისტრისგან შემდეგი რამ აინტერესებდათ – რატომ არ იზრდება დამლაგებლების ანაზღაურება, მიუხედავად სხვადასხვაგვარი სახელფასო ზრდებისა საჯარო სკოლებში?
„150 ლარის მიდამოებშია მათი ხელფასი. სხვა დამლაგებლებზე დაბალი არაა, მაგრამ მესმის, რომ დაბალია. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მაღალი იყოს, თუმცა წელს სკოლის ადმინისტრაციას ხელფასები ვერ მოემატება. ხშირად ადამიანები თავიანთ არამაქსიმალურ თავდადებას არამაქსიმალური ანაზღაურებით ამართლებენ.
„ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ იგივე 150–ლარიან დამლაგებელთან ბრწყინავს შენობა. რაიონის სკოლებში ეს 150 ლარიც ხანდახან კარგია. გასაგებია, რომ ხელფასი გასაზრდელია, მაგრამ უნდა გააკეთონ ის, რაც ავალიათ. თუ სკოლას ორი ადამიანი ჭირდება სისუფთავის მისაღწევად, უნდა დაამატონ – ეს უკვე დირექტორის პრეროგატივაა“, – გვიპასუხა მინისტრმა.
„ევროპაში კი არა ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, თუ საპირფარეშოებში წესრიგი და სისუფთავე არ იქნება. უნდა ვეცადოთ, მოწესრიგებული იყოს საპირფარეშოები ისე, როგორც შესაძლებელია“,– დასძინა მინისტრმა სკოლის საპირფარეშოებზე საუბრისას.
სად ვუშვებთ შვილებს?! – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან
რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან
ქეთი გიგოლაშვილი
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი დაიწყო – ვინ რეგისტრირდება 10-დან 21 მარტის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაინიშნება და გათავისუფლდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი by ARIS.GE-განათლება
-
თუ ატესტატის მოპოვებას ექსტერნატის ფორმით გეგმავთ, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებთ – ცვლილება by ARIS.GE-განათლება