GE

ეროვნული გამოცდების მეორე დღეს დაგვიანებისა და არგამოცხადების ფაქტები ისევ დაფიქსირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტების დაგვიანებისა და არგამოცხადების შემთხვევები ისევ დაფიქსირდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღის პირველ სესიაზე მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 288 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. აქედან ორმა დააგვიანა. ერთმა აბიტურიენტმა თბილისის საგამოცდო ცენტრში, მეორემ კი ფოთში. ორივე მათგანი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.

რაც შეეხება გამოცდის მიმდინარეობის პროცესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოცდა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, პირველი დღისგან განსხვავებით, დარღვევის მიზეზით აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა არ მომხდარა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 20 000-მდე აბიტურიენტი აბარებს.

რას ამბობენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები

 ეკა წივწივაძე
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური