GE

გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქულების გათანაბრებასთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალურ განმარტებას აკეთებს, რომელსაც Aris.ge – განათლება უცვლელად გთავაზობთ:

,,კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 2014 წლიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და, შესაბამისად, გამსვლელი „ნედლი“ ქულა დგინდება გათანაბრების პროცედურის შემდეგ. რაც, თავისთავად გულისხმობს, რომ შესაძლებელია საგნის სხვადასხვა ვარიანტისათვის ზღვარი განსხვავებული აღმოჩნდეს. ეს ყოველივე დეტალურადაა განმარტებული ცენტრის ვებგვერდზე.

გათანაბრების პროცედურის შესახებ განთავსებული ინფორმაციიდან ისიც ნათლად ჩანს, რომ არაფერი საერთო „ზღვრის თუ ქულების დაწევასთან“ ამ პროცესს არ აქვს.

ვფიქრობთ, ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც არ დაიზარებს და წაიკითხავს ამ განმარტებას, ცხადი გახდება, რომ „ქულების დაწევის“ შესახებ საუბარი სულ ცოტა არაკომპეტენტურია და უფრო მეტად აბნევს აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გათანაბრება – ხშირად დასმული კითხვები

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, შედეგები მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. 

გათანაბრებული ქულები და მათი გამოთვლის წესი გამოქვეყნდა – გამოცდები 2015

რამდენ აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა აპელაცია და რომელ საგანზე დაფიქსირდა ყველაზე მეტი განაცხადი

ტოპ 10 ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა პირველი პრიორიტეტით – გამოცდები 2015

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური