GE

განათლების სამინისტროში HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა HMC პროექტის გამარჯვებულ კანდიდატებს სერტიფიკატები გადასცა. HMC პროექტის გამარჯვებული კანდიდატები, ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხადაჭერით ხორციელდება. Unique Learning, HMC Project ერთადერთი ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

HMC არის ბრიტანული სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1991 წლიდან აფინანსებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებული მოსწავლეების სწავლებას გაერთიანებულ სამეფოში. პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხარდაჭერით მესამე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2015 წლის კონკურსის საფუძველზე 14 გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც სწავლას პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში გააგრძელებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური