GE

განათლების სამინისტროში კერძო სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა კერძო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემას და იმ საერთო მიზნისთვის თანამშრომლობას, რომელიც სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა მოხდეს კერძო სისტემაში მასწავლებლის პროფესიული განვითარება, სად შეიძლება მოხდეს ჰარმონიზაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით და სად იყოს ის თავისუფალი სივრცე, სადაც კერძო სკოლები თავად გადაწყვეტენ მასწავლებლის განვითარების მიმართულებებს“ – განაცხადა ლია გიგაურმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური