GE

განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართება

განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან 28 აპრილს ის მშობლები აპირებენ საპროტესტო აქციის გამართვას, რომელთა შვილებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 6 წლის შესრულების გარეშე, სკოლაში არ იღებენ.

მშობლები აცხადებენ, რომ დღეების გამო მათ შვილებს სკოლის გარეთ დარჩენის საფრთხე არ უნდა დაემუქროს:

„როგორც ჩანს, სამინისტროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მხოლოდ სოციალური ქსელებით ჩვენი აქტიურობა და გაცხადებული არგუმენტირებული მოთხოვნები. ისინი კვლავ ჯიუტად დგანან თავიანთ პოზიციაზე, რითაც გვაიძულეს და სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გარდა იმისა, რომ გავმართოთ აქცია. ამიტომ, სამშაბათს, 28 აპრილს დღის 12:00 საათზე, ვიკრიბებით განათლების სამინისტროთან და ვმართავთ მშვიდობიან აქციას ერთადერთი მოთხოვნით – დღეების გამო ნუ დატოვებენ ჩვენს შვილებს სკოლის გარეთ და ნუ დააკარგვინებენ ერთ წელს.
ეს ერთადერთი გზაა, რომ ხმა მივაწვდიონოთ პარლამენტს, რათა მათ ოთხშაბათს, 29 აპრილს გასამართ კენჭსყრაზე ხმა მისცენ კანონპროექტს.
შევიკრიბოთ. სურვილისამებრ მოვიყვანოთ ჩვენი შვილები და დავანახოთ სამინისტროს და პარლამენტს, რომ პრობლემა 20 000 მდე ოჯახს ეხება“, _ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ფეისბუქ გვერდი „მშობლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტს, რომელიც ექვს წელს მიღწეულ ბავშვებს სკოლაში შესვლის საშუალებას აძლევს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა როგორც სამინისტრო, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მხარდაჭერილი არ იქნება.

ცისანა არის© შერგილაშვილი

ლია გიგაურის განმარტება 5-წლიან ბავშვებზე და რჩევები მომავალ პირველკლასელთა მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური