GE

გლდანის პროფესიული კოლეჯი

გლდანში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული კოლეჯი გაიხსნა. კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით აშენდა და მის ფუნქციონირებას პატრონაჟს მიხეილ სააკაშვილი გაუწევს.

კოლეჯში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტექნიკური დარგების მიმართულებით ისეთ მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ როგორიცაა: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი, ელექტრიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, ბუღალტერი და სხვ. კოლეჯში პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.

ახალი პროფესიული კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი დასაქმებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, შენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. დღეისათვის, პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრები შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.

.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური