GE

ილიაუნი მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს

2016 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში Macmillan Education და კომპანია „ინგლისური წიგნი საქართველოში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, მართავს ღონისძიებას მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ღონისძიება მიეძღვნება უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს და შედგება ორი ნაწილისგან:

1. All the World’s a Stage;
2. Hamlet: the Clown.

ღონისძიებას გაუძღვებიან პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ლუკ პროდრომოუ და პროფესორი დევიდ გიბსონი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოების, პარტნიორი სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური