GE

ილიაუნიში ავსტრიელი პროზაიკოსის, ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურული სემინარი გაიმართება

2016 წლის 17 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ავსტრიელი პროზაიკოსი, პოეტი და მთარგმნელი, ლუდვიგ ლაჰერი, ჩაატარებს სამსაათიან ლიტერატურულ სემინარს და მონაწილეებს წინასწარ შერჩეულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში გააცნობს საკუთარ ლიტერატურულ მეთოდს. „ნიჭი ხშირად არ კმარა იმისათვის, რომ ადამიანმა ლიტერატურული ტექსტის შექმნა მოახერხოს. საჭიროა გარკვეული უნარები, რომელთა შესწავლაც შესაძლებელია“.

სემინარის დასასრულს, გაიმართება მიღწეული შედეგების პრეზენტაცია და განხილვა.

სემინარში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სათანადოდ ფლობს გერმანულ ენას.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა წინასწარ უნდა მიმართონ ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრს არაუგვიანეს 10 მაისისა.

სემინარი გაიმართება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროექტის – „სამი ქვეყანა – ერთი ენა. გერმანული ენის თვე“ – ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი

ელფოსტა: mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური