GE

ილიაუნიში Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება

საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით,  სექტემბერში Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება.

ილიაუნის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მონაწილე გუნდები ერთმანეთს  ინოვაციური და კრეატიული იდეებით შეეჯიბრებიან. ისინი ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მენტორობით იდეის პროტოტიპირებას შეძლებენ.

გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე 26 სექტემბერს. გამარჯვებული გუნდის წევრები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან იტალიაში Maker Faire Rome-ზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ასაკის, გამოცდილების და უნარების ადამიანს.

რა არის Hardware Hackathon Iliauni?

Harware Hackathon Iliauni  არის ბიზნეს მარათონი, რომელიც კრეატიულობის და ინოვაციის სტიმულირებას ახდენს და, რაც მთავარია, ხელს უწყობს სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბებას; საშუალებას აძლევს კრეატორებს იდეა ბიზნესად და ჰობი  – შემოსავლიან საქმედ აქციონ.

თემები

  • IoT
  • Wearables
  • VR/AR
  • Robots
  • Drones
  • Art
  • UI
  • 3D Printing
  • Industrial Applications
  • Solar Energy

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Hardware Hackathon Iliauni-ში?

ნებისმიერი ასაკის, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს მეწარმე ხარ, დიზაინერი, პროგრამისტი, ინჟინერი, მარკეტერი, მხატვარი, არქიტექტორი, თუ სხვა), რომელსაც აქვს ინოვაციური და კრეატიული იდეები და სურვილი, რომ საკუთარი იდეები, რეალობად აქციოს.

Hardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ იდეა, ან არ გყავთ გუნდი. პროექტის პირველი და მეორე ეტაპი (5-6 სექტემბერი; 12 – 13 სექტემბერი)  გაძლევთ შესაძლებლობას, იპოვოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი, ან აღმოაჩინოთ იდეა, რომლის განხორციელებისთვისაც თქვენი უნარები იქნება საჭირო.

როდის და როგორ ჩატარდება Hardware Hackathon Iliauni?

Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება 2015 წლის სექტემბერში 4 ეტაპად:

  • პირველი ეტაპი – მოიცავს ლექციების ციკლს, რომელიც უკეთ გაგაცნობთ პროექტს, მასში მონაწილეობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დრო:  6-7 სექტემბერი
  • მეორე ეტაპი – კრეათონი – იდეების და მონაწილე ჯგუფების ფორმირება (თუ არ გყავთ ჯგუფი, შეგიძლიათ , პროექტების პრეზენტაციები და ფინალისტების გამოვლენა. დრო: 12-13 სექტემბერი
  • მესამე ეტაპი – აქსელერაცის აკადემია  და პროტოტიპზე მუშაობა. დრო: 12-20 სექტემბერი
  • მეოთხე ეტაპი – პროტოტიპის  ტესტირება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე და გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა, რომელსაც საშუალოდ 13 000 დამთვალიერებელი ჰყავდა. დრო: 26 სექტემბერი

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში?

Hardware Hackathon Iliauni გაძლევთ შესაძლებლობას:

  • გაიცნოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი;
  • იდეის პროტოტიპირებისთვის ისარგებლოთ ფაბლაბის ტექნიკური ბაზით და დამატებითი ელექტრონული კომპონენტებით ; მიიღოთ რჩევები პროფესიონალი მენტორებისგან;
  • პროექტის მსვლელობისას შეხვდეთ პოტენციურ სპონსორებს და მოიძიოთ პროტოტიპირებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსები;
  • გაიაროთ ილიაუნის აქსელერაციის აკადემიის ინტენსიური კურსი მეწარმეობაში;
  • დატესტოთ პროდუქტი ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდება და 15 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება
  • მიიღოთ სამუშაო სივრცე ილიაუნიში
  • გაემგზავროთ სასწავლო ტურით იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე Maker Faire Rome 2015

პრიზები

  • I ადგილი – გამარჯვებული გუნდი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება იტალიაში, ღონისძიებაზე Maker Faire Rome. Maker Faire Rome არის ევროპაში გამოგონებებისა და კრეატიულობის  ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელიც თავს უყრის ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ხელოვანს და ხელს უწყობს კრეატიული იდეების გაცვლას მეგობრულ გარემოში. ღონისძიება წელს ერთ სივრცეში შეკრებს 600-ზე მეტ გამომგონებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან პერფორმანსების, გამოფენების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. Maker Faire Rome მიზნად ისახავს ციფრული კულტურის პოპულარიზაციის ფარგლებში შექმნას გარემო ინოვაციური დებატებისთვის, ინდივიდუალური და გუნდური მეწარმეობის ხელშესაწყობად, რომელიც ასეთი განუყრელია კრეატორების განვითარებისთვის. Maker Faire Rome 2015 წლის 18 ოქტომბერს გაიმართება რომის უნივერსიტეტში “La Sapienza”, რომელიც ამ დღეს “მომავლის ქალაქად” გარდაიქმნება!

სასწავლო ტური რომში მოიცავს სამუშაო შეხვედრებს რომის ფაბლაბებში და ასევე შეხვედრას სტარტაპ იტალიის მთავარ რედაქტორთან, იტალიის ფაბლაბებისა და ინოვატორების ფონდის Make in Italy თანადამფუძნებელთან, რიკარდო ლუნასთან.

  • ასევე, ილიაუნი აარჩევს მისთვის საინტერესო პროექტ(ებ)ს და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაუთმობს სამუშაო სივრცეს ილიაუნის ფაბლაბში.

Hardware Hackathon Iliauni პარტნიორები არიან:

  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • საქართველოს უნივერსიტეტის Startup Nest
  • Startup მარანი

როგორ მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში?

Hardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით (მოგაწვდით ინფორმაციას პირველი ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილზე).

სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადა10 სექტემბერი

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური