GE

ილიაუნიში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“ გაიმართება

27 და 28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. წლევანდელი თემაა ტრავმის ზეგავლენის გაცნობიერება და ხარისხიანი ზრუნვა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი და კავშირი „საფარი“ მსურველებს იწვევს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 27 აპრილს (14:00-18:00) და 28 აპრილს (11:00-18:00).

კონფერენციის ძირითადი თემებია:

  • ტოტალიტარული ტრავმის ზეგავლენა საქართველოს თანამედროვე სოციოპოლიტიკური ცხოვრების დინამიკაზე;
  • კრიზისის ზეგავლენა საზოგადოებაზე;
  • სუპერვიზია ფსიქოტრავმატოლოგიაში: თეორია და საუკეთესო პრაქტიკები.

კონფერენციის პლენარული მომხსენებლები არიან ქ-ნი ჯანა ჯავახიშვილი (საქართველო) და ბ-ნი ტონ ჰაანსი (ნიდერლანდები). მოხსენებებს წარადგენენ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და სხვა პროფესიონალები.

ცალკე შედგება ახალგაზრდა მეცნიერთა პანელი, სადაც წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის 2014 წლის კურსდამთავრებულთა და სხვა მსურველთა პრეზენტაციები.

კონფერენციის მეორე დღეს ქ-ნი ნორა ბალკე (გერმანია) და ბ-ნი ტონ ჰაანსი ჩაატარებენ სუპერვიზიის ვორკშოპს.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული (27 აპრილს) და ინგლისური (28 აპრილს).
დაწყებულია საკონფერენციო აბსტრაქტების მიღება. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე:geopsychotrauma@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 2015.

კონფერენციის დრო:
27 აპრილი, 14:00-18:00 საათი
28 აპრილი, 11:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. № 1)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური