GE

ლია გიგაური გორის რაიონის სოფლების სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებენ. ამჯერად, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლაში გამოიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, გაკეთდა სარინელი, შეილესა და შეიღება კედლები. თუმცა, ინფრასტრუქტურის განახლება ამით არ დასრულებულა და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება სკოლის სრულ რეაბილიტაციამდე.

რაც შეეხება სოფელ ქვემო არცევში არსებულ სკოლას, სამინისტროს ინფორმაციით, მას წლების მანძილზე რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დღეს კი სკოლა სრულად რეაბილიტირებულია, განახლებულია ინფრასტრუქტურა და მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ახალი სასწავლო წლისთვის კი აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 67 საჯარო სკოლაა და მათგან ყველა სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური