GE

მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება

მასწავლებელთა  გადამზადების ერთწლიანი პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო ახალგაზრდა და კვალიფიციურ მასწავლებელთა  კორპუსის შექმნას გეგმავს, მალე ამოქმედდება. ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 16 უნივერსიტეტია ჩართული, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში განთავსებული უმაღლესები.

მათ, ვისაც სურს პროგრამის გავლა, შესაბამისი საგნობრივი გამოცდა უნდა ჩააბაროს ან ჩაბარებული ჰქონდეს. ამის შემდეგ კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა იმ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც თავად სურს გადამზადების პროგრამის გავლა. სახელმწიფო, აღნიშნულ პროგრამაში ყველაზე წარმატებულ 1000 მდე აპლიკანტს,  სრულად დააფინანსებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ კი მასწავლებლობის მსურველები სერტიფიკატებს მიიღებენ, რომელიც მათ საფეხურეობრივ კატეგორიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს და სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, ვაკანსიის არსებობის  შემთხვევაში, აღნიშნული საფეხურზე დასაქმდებიან.

აღნიშნული პროგრამის განხორციელების დეტალებზე, თუ რა ნაბიჯები დარჩათ გამოცდაჩაბარებულ პირებს პროგრამით სარგებლობისთვის და რა პროცედურებია გასავლელი, EDU.ARIS.GE-სთან განათლების ყოფილმა მინისტრმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ ისაუბრეს.

Irine_Darchia,,წელს პირველად ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლობის მსურველებს, გაიარონ ეს პროგრამა, მოიპოვონ შესაბამისი სერტიფიკატი და ერთი წელი სკოლაში გამოსაცდელი ვადის შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გახდენენ პირდაპირ უფროსი მასწვალებელი. ანუ, მასწავლებლობის მსურველთათვის ეს არის პროფესიაში შესვლის მოქმედი გზა. თან, ასე ვთქვათ  გზა, რომელიც პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიანიჭებს იმ ორი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, რაც უკვე მოგახსენეთ.

წელს უკვე აკრედიტირებულია 16 საგანმანათლებლო პროგრამა, სხვადასხვა მიმართულებით – დიდი ნაწილი საგნებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო პროგრამაში. არის პროგრამები, როგორც თბილისის უნივერსტეტებში, ასევე რეგიონებშიც. ჩართულები არიან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტები. წინაპირობა ამ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების არის ის, რომ პირმა რომელსაც ამ პროგრამაზე სურს სწავლა,  უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა შეფასებისა და  გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ხოლო შემდეგ დამატებით ჩააბაროს მისაღები გამოცდა, მის მიერ შერჩეულ უმაღლეს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებაში, ან კერძოში.

დღეს ეს პროგრამები უკვე ღიაა მათთვის, ვისაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა არამხოლოდ წელს, არამედ წინა წლებშიც, მათთვისაც გავხსენით ეს პროგრამა. ანკეტა კითხვარები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსტეტებმა 9 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ,უკვე ხარისხის ცენტრთან შეთანხმებით გამოცხადდება მიღება. შემდეგ დაიდება  შესაბამისი შიდა გამოცდების ვადებიც,“-განაცხადა ირინე დარჩიამ EDU.ARIS.GE-სთან.

–ქალბატონო ირინე, მოქმედებს თუარა სახელმწიფო გრანტი და სრული დაფინანსება აღნიშნულ პროგრამაზე?

–სტუდენტები, რომლებიც გადალახავენ წარმატებით საგნის გამოცდას ,,ნაეკში“ და საგნის შიდა გამოცდას  უნივერსიტეტში, შეძლებენ, რომ სწავლა გაარძელონ შესაბამის პროგრამაზე. მაგრამ პრინციპული სიახლე  არის  ის, რომ 1000-მდე ადგილი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნვერსტეტებში. თითოეულ უნივერსიტეტს ასევე აქვს კვოტების გარკვეული რაოდენობა, რომლის დაფინანსებაც არის შესაძლებელი.

ვიცით რომ 1000-მდე ადგილი  დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მსურველების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხდება ან არ მოხდება ამ კუთხით ათვისება. გარდა, ამისა უნივერსტეტებს საშუალება ექნებათ, რომ ადგილების არსებობის შემთხვევაში, მიიღონ სწავლის მსურველები თვითდაფინანსებითაც.“

–რა დაუჯდება ამ პროგრმის გავლა იმ მსურველს, ვინც 1000–მდე დაფინანსებულში ვერ მოხვდება?

–ყველაზე უფრო იაფი არის 1 850 ლარი სპორტის მიმართულებაზე. ზოგადად, თანხები პროგრამის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია. 1900–დან, ვთქვათ 2150–2190–მდე. ეს იმიტომ არის დამოკიდებული მიმართულებაზე, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის მომზადება, სხვადასხვა საგნის მომზადება, სხვადასხვა თანხა ჯდება. სწორედ ამიტომ არის დიფერენცირებული ფასი. ეს არის ის თანხა, რომელსაც  სახელმწიფო გადაიხდის. თუმცა, შესაძლებელია, რომელიმე კერძო უნივერსიტეტს განსხვავებული ფასი ქონდეს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს განსხვავება –სახელმწიფო დაფინანსებასა და კერძო უნივერსიტეტის  დაწესებულ თანხას შორის, კერძო უმაღლესში თავად სწავლის მსურველმა უნდა დაფაროს, თუ ასეთი იქნება.

–პროგრამის გავლის მსურველები ინტერესდებიან, პირველ ნაბიჯებზე, რაც მათ უნდა გადადგან, პროცედურას ვგულისხმობთ..

–ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სწავლის მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებას.  ასევე, სპეციალური სია გამოქვეყნდება განათლების  ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 16-დან 20 სექტემბრამდე შუალედში.

–აქვთ თუარა აპლიკანტებს ერთზე მეტ უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის უფლება?

–გამოცდის ჩაბარების საშუალება აქვთ 2- 3 ან მეტ  დაწესებულებაში. თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება მიიღონ სახელმწიფო დაფინანსება, რამდენიმეში. მხოლოდ ერთ უნივერსტეტში შეძლებენ ისინი სწავლის გაგრძელებას სახელმწფო დაფინანსებით და მათ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პირადად უნდა აცნობონ დაწესებულებას.

–რა შემთხვევაში მიიღებს პროგრამაში ჩართვის მსურველი სახელმწიფო დაფინანსებას?

–თუ მათ უკვე წარმატებით აქვ გადალახული საგნის გამოცდა ,,ნაეკში“ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით გადალახავენ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას. შეფასების სისტემა იქნება მაქსიმალურად ობიექტური, სამართლიანი და გამჭირვალე. მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეფასების სისტემას ადგენს თითოეული უნივერსიტეტი თავისი ავტონომიის ფარგლებში.

სახელმწიფოს მოთხოვნა საკანონკდებლო დონეზე არის ის, რომ უნდა იყოს შიდა გამოცდა. შიდა გამოცდის ფორმატს და მის მიმართ არსებულ მოთხოვნებს,  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

რა სახის დოკუმენტს მიიღებენ  მასწავლებელთა  გადამზადების პროგრამის შემდეგ მსურველები? – ამის შესახებ კითხვას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე გვპასუხობს.

10514564_847524861931927_2413225153444328374_nმისი განმარტებით, ეს იქნება სერტიფიკატი, რომელიც პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს პირდაპირ მიანიჭებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, რაც საკმაოდ მაღალი საფეხურია საგანმანათოლებლო კუთხით და აღნიშნულ საფეხურზე ხელფასებიც შესაბამისია.

,,მათ ექნებათ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგამის დასრულების სერტფიკატი, რაც მათ საშუალებას მისცემთ, ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა გაიარონ სკოლაში და შემდეგ უკვე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, უფროს მასწავლებლად განაგრძონ მუშაობა.

თავისთვად, ასეთი სერტიფიკატის ფლობა, ეს არის ერთგვარი  სტატუსის ამაღლება, იქედან გამომდინარე,  რომ მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც მსგავსი პროგრამა აქვს გავლილი უნივერსიტეტში, 60 კრედიტიანი, ნიშნავს კომპეტენციას.  ის სქემაში შემოდის მეორე საფეხურზე,  სადაც არის უფროსი მასწავლებელი. ანუ, პრაქტიკოსი მასწვალებელი ის არ არის, შემოდის  პირდაპირ მეორე საფეხურზე, სადაც უკეთესი ხელფასია და ეს მოტივაცა სწორედ იმისთვის გაჩნდა, რომ ახალი მასწავლებლების   და განსაკუთრებით ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვა განხორციელდეს განათლების სისტემაში,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ EDU.ARIS.GE-სთან.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა

პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო დღეს არსებულზე უკეთ მომზადებული პედაგოგების მიღებას გეგმავს

თეონა გიორგაძე – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური