GE

მიიღე საერთაშორისო განათლება იქ, სადაც საუკეთესო სტუდენტები სწავლობენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 200 ყველაზე რეიტინგული სტუდენტი ირჩევს და ეს მონაცემი მზარდია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 538 აბიტურიენტიდან 219 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 97 ოქროს და 23 ვერცხლის მედალოსნები. 2014 წლის მონაცემებით 449 აბიტურინეტიდან 187 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 48  ოქროს და 20 ვერცხლის მედალოსნები არიან.

IBSU ახალ სასწავლო წელსაც არაერთ სიახლეს გეგმავს, რათა მის გარშემო კვლავ წარჩინებული აბიტურიენტები შემოიკრიბოს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის და დოქტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, უნივერსიტეტი ცდილობს მოერგოს სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებას და კომფორტული სასწავლო გარემო შეუქმნას. ამასთან, IBSU აერთიანებს მეცნიერებს, სპეციალისტებსა და სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საერთაშორისო დონის მაღალის ხარისხის განათლების მიღების წინაპირობაა.

78fa73f4-833e-4c74-bb3c-fa4ed7a9c0cf”ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების წახალისება და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარჩინებულ ახალგაზრდებს სასწავლო გრანტებითა და სხვადასხვა საჩუქრებით აჯილდოვებს. მაგალითად, შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია ჩვენი ოთწლიანი გრანტი მოიპოვოს. პირველ 100-ეულში და 200-ეულში მოხვედრილ ახალგაზრდებს IBSU-ს სტიპენდია ენიშნებათ. შეღავათით სარგებლობენ, ასევე, ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეები და ოჯახის წევრები. შეღავათის გარეშე არც ის მოსწავლეები დარჩებიან, რომელთაც პირველ ნომრად IBSU მიუთითეს (064). ამ და სხვა პირობებიდან გამომდინარე, ბოლო ორი წლის განმავლობაში IBSU-ს შეღავათებით 900-მდე სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების ჯამური თანხა კი 1500 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნავს ილიას ჩილოღლუ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 287 საერთაშორისო სტუდენტი ირიცხება 19 ქვეყნიდან  და 90 საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში, ყოველწლიურად საზღვარგარეთ  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 100-მდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. ამასთან, მოქმედებს გაცვლითი პროგრამა Mevlana, რომელიც უფასო სწავლის გარდა, სტიპენდიით და საცხოვრებელი ხარჯებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ანა ხუციშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. თუმცა, ამჟამად ის ვარშავაში, ვისტულას უნივერსიტეტში, მეორე კურსზე აგრძელებს სწავლას.
10387482_767146593414815_5398957004427426257_n”გადაწყვეტილებებს საკმაოდ რთულად ვიღებ. მით უმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც უნივერსიტეტის არჩევაა დიდ დაკვირვებასა და ფიქრს მოითხოვს. არჩევანი IBSU-ზე შევაჩერე, მიზეზი ნათელი და მარტივია – დაფინანსების მოპოვების შანსი, საშუალება ისწავლო ყველა საგანი ინგლისურ ენაზე და მიიღო საერთაშორისო განათლება, რომელიც აღიარებულ სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ასევე, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების დიდი შანსი, რაც სტუდენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია,’’ – ამბობს ანა.

სტუდენტი გიორგი სლანიშვილი უნივერსიტეტის ისეთ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც აბიტურიენტებისთვის არის მნიშვნელოვანი.

’’ჩემი დაინტერესება IBSU-ს პროგრამებისადმი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იწყება, როდესაც უნდა გადამეწყვიტა სად გამეგრძელებინა სწავლა. უნივერსიტეტის სლოგანი – ”საერთაშორისო განათლება – საერთაშორისო დასაქმება’’ იყო პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.

12196264_758935717569236_4691416336220269235_nთავიდავნე გააზრებული მქონდა, რომ საერთაშორისო დონის განათლების მიღება მინდოდა, რომლის მეშვეობითაც კონკურენტუნარიანი ვიქნებოდი არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ამის შემდეგ, დავიწყე ღია კარის დღეებზე სიარული და შიდა სიტუაციას უფრო ახლოდან გავეცანი. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ასევე, ის ფაქტი, რომ უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები მასწავლიდნენ. მექნებოდა საშუალება მულტიეროვან გარემოში აღმოვჩენილიყავი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მესწავლა.

ჩაბარების შემდეგ, გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობისთვის აქტიურად დავიწყე მზადება. განცხადება პირველივე კურსის მეორე სემესტრში შევიტანე და მეორე კურსი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტ METU-ში უფასოდ ვისწავლე,“ – ამბობს გიორგი სლანიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ფინანსების მიმართულების მესამე კურსელი.

როგორც ბიზნესის მართვის დეკანი მეთინ მერჯანი აღნიშნავს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ვითარდება და საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ ინოვაციებს ნერგავს. ეტაპობრივად იგეგმება ახალ საუნვერსიტეტო კამპუსში გადასვლა, რომელიც თავისი მონაცემებით ამიერკავკასიაში მოწინავე იქნება.

’’საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხის განათლების მიღების შედეგად ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიენები არიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე – მათი 98%-ი დასაქმებულია. უნივერსიტეტი 7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს ყოველწლიურად და 9 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აქვს.“

12376817_776091202520354_5922782707243336427_nსოსო გაბელაია IBSU-ს კურსდამთავრებულია, დღეს ის გრეისლენდის უნივერსიტეტში (აშშ) მუშაობს და სტუდენტურ საქმეებს უძღვება (Admission Chancellor)

’’უნივერსიტეტმა პირველივე წელს იმხელა გამოცდილება მომცა, ლიდერობის უნარების გამომუშავებაში დამეხმარა, უცხოეთში უკვე აღარ გამჭირვებია თავის დამკვიდრება და პირველი ნაბიჯები. მეორე კურსზევე წავედი აშშ-ში გაცვლითი პროგრამით, ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან დამეხმარა როგორც საორგანიზაციო, ისე ფინანსების მხრივ.

მანამდე ვერც წარმოვიდგენდი რომ ამერიკაში წასვლას შევძლებდი, შევავსე აპლიკაცია გავიარე გასაუბრება, მოვხდი 16 კაცში. იმ დროისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე ოცნების ასახდენად. მიზანდასახულობის შემთხვევაში, ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი აირჩიოს საუკეთესო გზა განვითარებისთვის და წარმატებისთვის.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური