GE

პედაგოგთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისთვის დაიწყო – პროცედურები

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისთვის დღეს დაიწყო 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. გამოცდას კი აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ.

ყველა აპლიკანტს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge . პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს:

  • პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდები ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში* (*მსურველთა ოპტიმალური რაოდენობის შემთხვევაში). საგამოცდო ქალაქს მონაწილეები რეგისტრაციისას აირჩევენ (იმ აპლიკანტთა სიმცირის შემთხვევაში, ვინც ქუთაისის საგამოცდო ცენტრს აირჩევს, მონაწილეებს გამოცდის ჩასაბარებლად თბილისში მიიწვევენ).

როგორც ცნობილია, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის თანახმად,  2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ.

პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
  • მათემატიკა (I-VI კლასები);
  • ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები);
  • მათემატიკა (VII-XII კლასები);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • სამოქალაქო განათლება;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ინგლისური;
  • გერმანული;
  • ფრანგული;
  • რუსული;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.
  • მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ.

მასწავლებელთა საგნის გამოცდის დამხმარე კრებულები

როდის და როგორ ჩაერთვებიან არამოქმედი პედაგოგები ახალ პროფესიულ სქემაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური