GE

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში

როგორც კალიფორნია დევისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლინდა აკრედოლო ამბობს, თამაში ბავშვს აძლევს საშუალებას შეისწავლოს მის ირგვლის არსებული სამყარო, ჩაატაროს ბავშური ექსპერიმენტები, შეისწავლოს საკუთარი შინაგანი ემოციური სამყარო და განავითაროს სოციალური უნარები. შესაძლებელია ამ ყველაფერს თქვენ უყურებთ როგორც უბრალო ბავშურ თამაშს, რომელსაც არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს ბავშვი საკმაოდ ბევრს “მუშაობს”. თამაშის დროს აქტიურად ხდება პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა უნარების გამომუშავება, ფიზიკური და გონებრივი სირთულეების გადალახვა – სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს თამაშის დროს.

მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რას სწავლობს და რა გამოცდილებას იღებს თქვენი შვილი თამაშის დროს და განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ თამაშის შედეგად მიღებული სარგებელი.

თამაში ეხმარება ბავშვს ფანტაზიის განვითარებაში

წარმოსახვითი თამაშები ბავშვის სამყაროს ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ბავშვები ასეთ თამაშს 2 წლის ასაკიდან იწყებენ. ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს ბავშვის წარმოსახვაზე მათ შორის ყოველდღიური გამოყენების აბსოლუტურად ჩვეულებრივმა ნივთებმაც. ამ დროს ბავშვები ამ ნივთებს იყენებენ როგორც გარკვეულ სიმბოლოებს. წარმოსახვის უნარის საშუალებით ბავშვს შეუძლია უბრალო ხის კუბი გადააქციოს გემად ან ქვაბები და ტაფები გადააქციოს დასარტყამ ინსტრუმენტად. მხოლოდ ყოველდღიური ნივთები არ განიცდიან ტრანსფორმაციას ბავშვის წარმოსახვით სამყაროში. ასევეა ის სხვადასხვა როლიც, რომელსაც ირგებენ ბავშვები თამაშის დროს. ბავშვებს შეუძლიათ უპრობლემოდ ითამაშონ სუპერ გმირის როლი, ერთი წუთის შემდეგ კი გახდენენ პოლიციელები და ა.შ. ზოგჯერ ბავშვები თამაშის დროს ისეთ როლს აირჩევენ, რომლის გაგებაც განსაკუთრებით უჭირთ, ამბობს კალიფორნიაში მშობელთა ლიდერობის ინსტიტუტის დამაარსებელი ფეტი ვიფლერი. მაგალითად თუ მეორე ბავშვი შეეძინათ მშობლებს, პირველი შვილი თამაშში ხშირად ჩვილის მოვლის ამსახველ სცენებს გაითამაშებს და შესაძლებელია ეცადოს მშობელს მიბაძოს ჩვილთან ურთიერთობისას. წარმოსახვითი თამაშები ბავშვს აძლევს კონტროლის განცდას, რადგანაც ამ გზით იგი ინტერპრეტირებას უკეთებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს და ავარჯიშებს სოციალური ქცევის წესებს.

როგორ წავახალისოთ წარმოსახვითი თამაშები

ცალკე ყუთში შეინახეთ სხვადასხვა ნივთები, რომელთა გამოყენებასაც ბავშვი შეძლებს წარმოსახვითი თამაშის დროს. ასეთი ნივნები შეიძლება იყოს სათამაშო ტელეფონები, პლასტმასის ჭურჭელი, ანუ საბავშო ვერსია ისეთი ნივთიბისა, რასაც დიდები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენებენ, ეს დაეხმარება ბავშს წარმოსახვითი თამაშის დროს.

თამაში ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას

2-5 წლამდე ასაკი ბავშვები ხშირად შეიძლება გვერდი-გვერდ თამაშობდნენ ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე (რასაც პარალელურ თამაშს უწოდებენ სპეციალისტები). სკოლამდელი ასაკის ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობას ხშირად სხვადასხვა კომპლექსური ისტორიების ერთად შეთხზვის საშუალებით ამყარებენ. ამ პროცესის დროს ისინი სწავლობენ მოლაპარაკების უნარს, ურთიერთ თანამშრომლობას და სათამაშოების გაზიარებას (თუმცა ზოგიერთი ბავშვი გაზიარების უნარს მხოლოდ 4-6 წლამდე ასაკში ავითარებს). როდესაც ბავშვები თამაშის დროს თანხმდებიან მასზედ თუ ვინ უნდა იყოს დედა ან ვინ უნდა ჩაიცვას ვარდისფერი კაბა, ისინი ფაქტიურად სწავლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს, ამბობს ბრონქსვილის სარა ლორენსის კოლეჯის სკოლამდელი ასაკის ბავშვების პროგრამის დირექტორი სარა ვილფორდი.

როგორ წავახალისოთ სოციალური თამაშები

მას შემდეგ რაც ბავშვი დაიწყებს სიარულს საბავშო ბაღში, იქ გაიცნობს ამხანაგებს, რომლებთანაც შეუძლია ითამაშოს. მაგრამ ბავშვს აუცილებლად დასჭირდება თქვენი დახმარება იმისთვის, რომ განავითაროს ეს ურთიერთობები საბავშო ბაღის გარეთ. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ მშობლებმა ერთობლივად დაგეგმონ შეხვედრები ერთი ასაკის ბაშვებისთვის. ასეთ შეხვედრებზე მშობლებს შეუძლიათ ასწავლონ ბავშებს ახალი თამაშები და ჩართონ ისინი სხვადასხვა აქტივობებში, შემდეგ კი ჩარევის გარეშე დააკვირდნენ და მონიტორინგი გაუწიონ ბავშვების ქცევასა და პროგრესს. ასეთი შეკრებების შემდეგ მიხვდებით თუ რა უნარი უვითარდება ბავშვს (გაზიარება, თანამშრომლობა ან შეიძლება მაგალითად მისი აზრის გატანის უნარსაც კი ავითარებდეს) და ამ დროს ნახავთ თუ რა უნარების განვითარებაში შეიძლება თქვენი დახმარება სჭირდებოდეს.

თამაში ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებას

სხვადასხვა ტიპის ფიზიკური თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა ფიზიკური უნარის განვითარებას. მაგალითად: ხტუნვა ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნების უნარის განვითარებას, სპორტული აქტივობები ზოგადად მოითხოვენ კოორდინაციას. მართალია ბავშვი ჯერ დიდ მოტორულ უნარებს ავითარებს, როგორიცაა სირბილი, ტყორცნა, პედლების ტრიალი, მაგრამ შედარებით უფრო რთული მოტორული უნარების განვითარებაც ამ დროს არც ისე შორსაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რომელიც ფრთხილად ალაგებს კუბებს და აწყობს კოშკებს, სწავლობს არა მხოლოდ გრავიტაციასა და წონასწორობას, არემედ ამავდროულად ავითარებს თვალისა და ხელის კოორდინირების უნარსაც. ის სიმკვირცხლე კი, რომელსაც ბავშვი თამაშის დროს ავითრებს, შემდგომ აისახება უკვე მის ყოველდღიურ მოქმედებებში. გარკვეული დროის ვარჯიშის შემდეგ 3 წლის ბავშვი შეძლებს თვითონ ჩაიცვას კაბა და დამოუკიდებლად მიირთვას საჭმელი, რაც დამოუკიდებლობის შეგრძნებას ანიჭებს მას.
ფიზიკურ თამაშს ასევე მოაქვს არაფიზიკური სარგებელი: ის ეხმარება ბავშვებს გაუმკლავდნენ სტრესსა და გაღიზიანებას. საქმე იმაშია, რომ თუ ბავშვს არ გამოუყოფთ აქტიური თამაშისთვის საკმარისს დროს, თქვენმა შვილმა შეიძლება დაიწყოს ბუზღუნი და საკმაოდ გაღიზიანდეს (ფიზიკური თამაშის ნაკლებობა შესაძლებელია ბავშვის ზედმეტი წონის შედეგიც გახდეს).

როგორ შევუწყოთ ხელი ფიზიკურ თამაშებს

ყველაზე საუკეთესო საშაულება იმისთვის, რომ აიძულოთ ბავშვი ბევრი იმოძრაოს იქნება ის, რომ თქვენ თვითონ მისცეთ ამის კარგი მაგალითი. ეს ყველაფერი იწყება სახლში, იმის ნაცვლად რომ მთელი დღე იჯდეთ ხოლმე ტელევიზორის წინ, ეცადეთ დაგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას. სახლში შიგნით შეგიძლიათ ითამაშოთ “დამალობანა” , ჩართოთ საცეკვაო მუსიკა და ერთად ბევრი იცეკვოთ, ატრიალოთ ჰულა-ჰუპი და ა.შ. ეზოში ან პარკში შეგიძლიათ ერთად ააგოთ ქვიშის კოშკი, ითამაშოთ ფეხბურთი, “წრეში ბურთი” ან ატაროთ ერთდ ველოსიპედი.
თამაში ეხმარება ბავშვებს ემოციების მართვაში
ბევრად უფრო ადრე სანამ ბავშვები ისწავლიან საკუთარი გრძნობების გამოხატვას სიტყვებით, ისინი ამას თამაშის საშუალებით აკეთებენ, ხშირად ამბების მოყოლის გზით. როდესაც ბავშვები რაღაც არასასიამოვნო ან მათთვის რთულად გასაგებ სიტუაციაბში ხვდებიან, ისინი მათ განიხილავენ თამაშების დროს და ხშირად იმეორებენ ამ სცენებს. მაგალითად, ამბობს ვიფლერი, თუ ბავშვს ვინმემ დაუჯიკავა საბავშო ბაღში ან რაიმე წაართვა შეიძლება მან ვერც კი გაიგოს რა მოუვიდა. თუ მეორე დღეს თამაშობთ თქვენს ბავშთან ერთად და ის მოულოდნელად დაგიჯიკავებთ, ის შეიძლება ამ გზით ცდილობდეს გაიგოს თუ რა მოუვიდა მას წინა დღეს.

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ: თამაშის დროს ბავშვმა შეიძლება ისეთი ქცევა გამოავლინოს, რომელიც მას კარგად არ ესმის და თქვენი ჩარევა და ახსნა დასჭირდეს. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ბავშვის ყურადღება გადაიტანოთ სწორ ქცევაზე ამ ქცევის საკუთარი შესრულებით – ანუ თქვენ თვითონ გააკეთეთ ის, რაც ბავშვს უნდა გაეკეთებინა. ასევე ეცადეთ ბავშვი გააცინოთ, რაც სიტუაციას განმუხტავს.

თქვენი როლი თქვენს შვილთან თამაშის დროს

როგორც ვიფლერი ამბობს, უკეთესია თუ ბავშვს მისცემთ საშუალებას თვითონ მართოს სიტუაცია თამაშის დროს. მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ განსაზღვროს რა და როგორ გააკეთოს დროის ფაქტორისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ეს მოგცემთ საშუალებას დაინახოთ თუ როგორ შეუძლია მას განსაჯოს ესა თუ ის სიტუაცია და ასევე შეძლებთ განახოთ ის თუ რისი გაკეთებაც მას მოსწონს. შეუერთდით ბავშვს თამაშის დროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ დაგპატიჟებენ. როცა ბავშვი შემოგიშვებთ მის წარმოსახვით სამყაროში, მიეცით მას სრული საშუალება მთლიანად აკონტროლოს იგი. მის რეალურ ცხოვრებას თქვენ აკონტროლებთ, მაგრამ ეს მისი სამყაროა.

ის თუ რამდენად ყურადღებით ხართ ჩართული თამაშში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თვითშეფასების განვითარებისათვის, ამბობს ვილფორდი. მაგალითად, როდესაც თქვენ ირგებთ მის მიერ შექმნილ რაღაც როლს, თქვენ აღიარებთ მის წარმოსახვით სამყაროს და აჩვენებთ იმას, რომ ის რაც მისთვის სასიამოვნო და საინტერესოა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური